საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია და პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც მერაბ ქვარაია, რომელსაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს, ტერიტორიას ტოვებდა.
გიორგი ვაშაძემ ქვარაიას მოუწოდა, დეპუტატები აქციის მონაწილეებს ნუ გამოიწვევენ და თავი შეიკავონ პარლამენტში მისვლისგან.
გიორგი ვაშაძის თქმით, მერაბ ქვარაიამ ხელი მოაწერა დიდ ტყუილს, რის გამოც პასუხს მიიღებს. „თქვენს ადგილზე ხმასაც არ ამოვიღებდი“, – მიმართა ვაშაძემ ქვარაიას.
მერაბ ქვარაიას აქციის მონაწილეებმა მონა უწოდეს.