გიორგი ვაშაძე - ლიეტუვის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს
გიორგი ვაშაძე - ლიეტუვის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური ინტეგრაცია და დაგვპირდა, რომ ამ თვალსაზრისით ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება იმას, რომ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, გეტყვით, რომ „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ საქართველოში, რათა ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება. სხვა შემთხვევაში, მუდმივი კინკლაობა და უსაგნო კამათი იქნება, თუნდაც პარლამენტის დარბაზში”, – განაცხადა ვაშაძემ.