გიორგი ვაშაძე - კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, ხელისუფლებას უნდა, ყურადღება სანახაობაზე გადაიტანოს
გიორგი ვაშაძე - კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, ხელისუფლებას უნდა, ყურადღება სანახაობაზე გადაიტანოს

კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, ხელისუფლებას უნდა, ყურადღება სანახაობაზე გადაიტანოს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ოპოზიციურ პარტიებთან ექნება მსჯელობა, რომ ძალადობის წინააღმდეგ საერთო პრევენციული მექანიზმი იყოს მოფიქრებული.

„საგანგაშოა ის ძალადობა, რაც ხდება და უფრო და უფრო აქტიურდება. მხოლოდ ოპოზიციას კი არა, მედია საშუალებებსაც თავს ესხმიან უკვე. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ამას მარტივი მიზეზი აქვს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პროგრამა, ნდობა, ისინი არიან დამსხვრეული ოცნებების, ფულის მაკეთებლების გუნდი, მათ არ აქვთ არანაირი შეთავაზება საზოგადოებისთვის, კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, მათ ახლა უნდათ, რომ სანახაობაზე გადაიტანონ ყურადღება. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები თავიდან იყოს არიდებული. ვეუბნები ჩაფლავებულ გახარიას, არ გაგივათ, თქვენ სპეციალურად აწყობთ ამ პროვოკაციებს, რომ მთავარი საკითხი, რაც ჩვენ გვაწუხებს – შიმშილი, ეკონომიკა, კორონავირუსი და ლარის კურსი, ამის ნაცვლად შოუ დადგათ. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთანაც გვექნება მსჯელობა, რომ მივიფიქროთ საერთო პრევენციული მექანიზმი, რათა არ მივცეთ მათ ძალადობის უფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.