გიორგი ვაშაძე - „კი ევროპას“ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ევროპულ პასპორტს და 14 მილიარდ ევროს საქართველოსთვის
ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდს და უნდა, უარი გვათქმევინოს ევროკავშირზე; მეორე მხარეს, ვართ ჩვენ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5 და შეგვიძლია, ეს 14 მილიარდი მოვიტანოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველებს ევროპული პასპორტი არაერთ კეთილდღეობას მოუტანს.
„ჩვენი პასპორტიდან ერთ-ერთი პირველი თემა არის „კი ევროპას“. „კი ევროპას“ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ევროპულ პასპორტს თქვენთვის და, რაც მთავარია, ნიშნავს 14 მილიარდ ევროს საქართველოსთვის, რომლითაც თქვენ, ყველას, შეგიძლიათ, ისარგებლოთ. წინ გამარჯვებისკენ, კი ევროპას და გააფერადეთ ნომერი 5“, – განაცხადა ვაშაძემ.