გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ვართ ჩვენ, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება
ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას, როგორ ვურთიერთობთ ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან, ხელისუფლება ვართ ჩვენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის შეხვედრაზე იმსჯელეს, რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯი, რაც, მისივე თქმით, მოწონებული იქნება პარტნიორების მიერ.
„ჩვენ კონკრეტულად გვაქვს ორი მიმართულება. მე მხარს ვუჭერ, რომ მეტი სტრუქტურიზება მოვახდინოთ, ამაზე კონკრეტული ხედვაც გვაქვს, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს და ალბათ ეს საზოგადოებისთვისაც იქნება დიდი სიახლე, იმ გეგმის ნაწილი, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს. ამაზე გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მოწონებული იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლება დღეს ვართ ჩვენ და არა თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც ირქმევენ ხელისუფლებას. მათ არავინ აღიარებს, ჩვენ გვაღიარებენ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვა რეალობაა დღეს საქართველოში. დღევანდელ შეხვედრაზე ამ მთავარ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება ფაქტობრივად, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას, როგორ ვურთიერთობთ ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან. „ქართული ოცნება“ არის თვითმარქვია და ხელისუფლება ვართ ჩვენ. დღევანდელ სხდომაზე ვმსჯელობდით, როგორ მოვახდინოთ სისტემატიზაცია ჩვენი თანამშრომლობის, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მალე დაინახავთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ვაშაძემ.