გიორგი ვაშაძე - ევროპული სტანდარტია, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების წარმომადგენელია, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა, ავაშენოთ, სადაც ოპოზიცია არის ნაწილი ქვეყნის მართვის და არა გარიყული მართვიდან
ევროპული სტანდარტია, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების წარმომადგენელია. სწორედ ასეთი საქართველო გვინდა, ავაშენოთ, სადაც ოპოზიცია არის ნაწილი ქვეყნის მართვის და არა გარიყული ქვეყნის მართვიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ეს არის ევროპული მოდელი.
„შალვა პაპუაშვილის და ამ საბჭოთა მენტალობის ადამიანებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არ ითვლებიან ხელისუფლების და ქვეყნის წარმომადგენლებად. ევროპული, დასავლური სტანდარტი და ამერიკული სტანდარტი არის, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების წარმომადგენელია. სწორედ ასეთი საქართველო გვინდა, ავაშენოთ, სადაც ოპოზიცია არის ნაწილი ქვეყნის მართვის და არა გარიყული ქვეყნის მართვიდან. ამიტომ, ტყუილია, რასაც პაპუაშვილი ამბობს და ამ საბჭოთა მოდელს, რომელიც მათ თავიანთ ფსიქოლოგიაში, ტვინში აქვთ და რასაც უტენის ივანიშვილი, საქართველოში გასაქანი არასოდეს ექნება. ევროპული მოდელი არის, რომ, მათ შორის, ოპოზიცია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს და პოლიტიკურ ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.