გიორგი ვაშაძე - ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები აცხადებენ, რომ ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობიან. მათი თქმით, გაცილებით დიდი მოლოდინი ჰქონდათ.
პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე შეიკრიბონ და საკუთარი ხმები დაიცვან. მისი თქმით, საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნება, რადგან გამოკითხული მოქალაქეების 50-მა პროცენტმა ეგზიტპოლის კითხვებს არ უპასუხა.
„ეგზიტპოლების კუთხით სრული ქაოსია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში აბსოლუტური აურზაურია. ამიტომ მოდით, ახლა დავდგეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ჩვენი ხმები. დარწმუნებული ვარ, გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვა. ეს იყო მოთხოვნა, თან ყველა ეგზიტპოლს ახლავს, ზოგს ახლავს ეს ინფორმაცია რომ 50%-მა პასუხი არ გასცა კითხვას. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ სხვა შედეგი იქნება და ჩვენც გაცილებით კარგ შედეგებს ველოდებით. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა ჩვენს მოხალისეს მოვუწოდებთ – მაქსიმალური მობილიზება, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები. ეს არის ახლა გადამწყვეტი, რომ არ მივცეთ გაყალბების უფლება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.