გიორგი ვაშაძე - ერთი წლის წინ უკრაინა რომ დანებებულიყო, დღეს სახელმწიფოებრიობა არ გვექნებოდა, მტრული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, უკრაინელები არიან ჩვენი ძმები
მოწვევა იყო ოფიციალური, ბევრს თუ იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ზუსტად ამ ტერმინით მოვიხსენიებ მას, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„იცით, რომ ჩემგან იყო ეს ინფორმაცია, ამიტომ დაანებონ ახლა თავი ამ რაღაც სისულელეს, რომ წერილი არ იყო და ტელეფონით დაგვირეკესო. ეს არის ზღაპარი. სხვათა შორის, „ტვ პირველის“ ეთერში დაადასტურა კიდეც წერილის გამომგზავნმა უკრაინის მხრიდან, რომელიც არის ევროსაბჭოში დელეგაციის ხელმძღვანელი, რომ მან გამოაგზავა წერილი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ კომენტარი გააკეთა ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე – „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ერთი წლის წინ უკრაინა რომ დანებებულიყო, დღეს ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ გევქნებოდა.
„ასე მოხდა 100 წლის წინ და ამას ვაცხადებ 25 თებერვალს. 100 წლის წინ ჯერ აიღეს უკრაინა, მერე აიღეს საქართველო და უკრაინამ გადაგვარჩინა. ამ ფონზე ასეთი მტრული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. უკრაინელები არიან ჩვენი ძმები, ის ფრონტი არის საქართველოს ფრონტი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. რაც შეხება ამ ბოლშევიკ „ქოცებს“, რომლებიც ახლა მოაწყდნენ ქვეყანას, ჩვენ მათ საკუთარ ადგილს მივუჩენთ“, – განაცხადა ვაშაძემ.