გიორგი ვაშაძე - მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რატომ არ წერია თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ მიშელის დოკუმენტშიო და ახლა საუბარი შეატრიალეს
გიორგი ვაშაძე - მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რატომ არ წერია თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ მიშელის დოკუმენტშიო და ახლა საუბარი შეატრიალეს

გილოცავთ, თამარ ჟვანია, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო- ს თავმჯდომარე. ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც აქამდე ამბობდნენ, რატომ არ წერია მისი გათავისუფლების შესახებ მიშელის დოკუმენტშიო და ახლა საუბარი შეატრიალეს. ეს არათანამიმდევრულობა მართლა მაკვირვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჟვანიას გადადგომა არ ნიშნავს, რომ გაყალბების პროცესი ამით დასრულდა.

„რა თქმა უნდა, რეფორმები გასაკეთებელია, ახალი შემადგენლობა და ახალი თავმჯდომარე ასარჩევია. ეს პროცესი წინ არის. მთავარი ის არის, რომ თამარ ჟვანიას ცხრაწლიანი თუ რვაწლიანი გაყალბების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ხმების 2/3 ორგზის საჭირო თუ უბრალო უმრავლესობით იყო არჩეული. ცესკო-ს თავმჯდომარეს მხოლოდ ექვსი თვის ვადით აირჩევენ. ამიტომ, მოუწევს მათ შორის პრეზიდენტსაც, „ქართულ ოცნებასაც“ და ყველას, რომ გარკვეული კონსენსუსი იყოს ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული კანდიდატები იყოს, ისე არ იყოს, რომ არ იღებს ხალხი მონაწილეობას და კანდიდატი საიდან მოვიყვანოთო. ახლა კონკრეტულად ნამდვილად არავისზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ გულწრფელად მაქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს ბევრმა მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა პროფესიონალმა, განსაკუთრებით, სამოქალაქო სექტორს ვთხოვ, რომ აქტიურები იყვნენ იმისთვის, რომ ამ კანდიდატებს ცოტა მოტივაცია შეუქმნან, რათა ამ კონკურსში ჩაერთონ. თუ „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველ კანდიდატს აირჩევს, ის ცესკო-ს დროებითი თავმჯდომარე იქნება. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ეს პროცესი ხელახლა დაიწყება. თვითმმართველობის არჩევნები არის რეფერენდუმი, მაგრამ ამ რეფერენდუმის დროს ოპოზიციას ჰყავს ცესკო-ს რვა წევრი, ჯამური 17-დან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. პლუს, ვნერგავთ ტექნოლოგიებს, დავების საბჭო იქნება და ბევრი მექანიზმია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ არჩევნები. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვახდენთ ამ ყველაფრის იმპლემენტაციას“, – განაცხადა ვაშაძემ.