გიორგი ვაშაძე - დღევანდელი მარშის ორგანიზატორი ვართ ყველა
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი მარშის ორგანიზატორი ვართ ყველა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველას სურს, იზოლაციის ნაცვლად, საქართველო წავიდეს წინ და წინსვლის გზა არის 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღევანდელი მარშის, „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ორგანიზატორი არის ყველა, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები.

„ყველა ვართ ორგანიზატორი, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები არიან ორგანიზატორები და მთავარი, რას ვამბობ, მოვიშოროთ ივანიშვილი და წავიდეთ ევროპისკენ. ძალიან მარტივია ჩვენი გზავნილი – მგონი, თქვენც დაიღალეთ, ყველა დაიღალა იმ ტყუილებით, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა, იზოლაცია არც თქვენ გინდათ, არავის უნდა. ყველას გინდათ, რომ საქართველო წავიდეს წინ და წისვლის გზა არის 26-ში დიდი გამარჯვება, რომელსაც აუცილებლად ვიზეიმებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში იმართება.