გიორგი ვაშაძე - დაველოდოთ ევროპელ, დასავლელ კოლეგებს, ამ პოლიტიკურ ჩიხში ისინი საქართველოს არ დატოვებენ
ღარიბაშვილი, რაც პრემიერი გახდა, ერთადერთი, მისი ამოცანაა, შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა. ამით არის ნაკარნახევი მისი ეს დესტრუქციული განცხადება. როგორც ჩანს, მისი არასწორი როლი კარგად ეტყობა მოლაპარაკების პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„შარ მიშელთან კონტაქტზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ადამიანია იყო. დაველოდოთ ჩვენ ევროპელ, დასავლელ კოლეგებს. ასეთ მძიმე ვითარებაში, ამ პოლიტიკურ ჩიხში ისინი საქართველოს არ დატოვებენ. მათ ექნებათ საკუთარი მკაფიო პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში. ჯერ ჩვენ მზად ვართ მომდევნო რაუნდისთვის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მედიატორებზე, ისინი რა პოზიციას გამოხატავენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროის დახარჯვა აღარ სურს.