გიორგი ვაშაძე - ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებულიც ვარ, გვექნება მხარდაჭერა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს
გიორგი ვაშაძე - ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებულიც ვარ, გვექნება მხარდაჭერა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს

ჩვენთვის მთავარია, რომ ეს არჩევნები კვლავ არის რეფერენდუმი. დიახ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდება ქვეყნის ბედი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„როგორც კი „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეების 43%-ზე ნაკლები მისცემს ხმას, ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ გვექნება მხარდაჭერა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. დოკუმენტი ძალაშია, ხელმოწერა წაიღეს თუ არ წაიღეს მაინც ყველა პუნქტი აუცილებლად უნდა შესრულდეს. ხედავთ, რომ ამის გამო ქვეყანა, სამწუხაროდ, უკვე სანქციებს იღებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.