გიორგი ვაშაძე - ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, ვიბრძვით, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამ ბრძოლაში კარი ყველასთვის ღიაა
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ, ამ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სტრატეგია აღმაშენებელია“ გაერთიანებული და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი მოვიტანოთ საქართველოსთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელიამ აღნიშნა: „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.
ვაშაძის თქმით, ბრძოლაში ვინც თავის თავს ხედავს და ვინც ჩაერთვება, კარი ყველასთვის ღიაა.
„დანარჩენ საკითხზე ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კარი ჩვენ არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყველა მედასავლეთე ადამიანისთვის ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.