გიორგი ვაშაძე - ჩემს კანდიდატურას არ ვაყენებ, რადგან პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ
პრეზიდენტად ჩემს კანდიდატურაზე იყო შემოთავაზებები, თუმცა არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ხვალ გვექნება პრეზენტაცია ამ გაერთიანების და გაერთიანებული სუბიექტების, სადაც სხვებსაც შეეძლებათ შემოგვიერთდნენ. მთავარია, რომ ეს იქნება სრულიად ახალი იდეის გარშემო გაერთიანება, რომელიც ახალ პერსპექტივას შესთავაზებს საქართველოს, ერთიან კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში და ძალიან მძლავრ გუნდს. ფაქტობრივად, ორ დღეში დავიწყებთ უკვე ახალი გუნდის ფორმირებას, რომელიც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.
ჩემს კანდიდატურაზე იყო შემოთავაზებები, თუმცა არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება.