გიორგი ვაშაძე - ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახების ყველა წევრს
გიორგი ვაშაძე - ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახების ყველა წევრს

ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახების ყველა წევრს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ „ტვ პირველზე“, ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას.

სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს, და არამხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში. ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ.

რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა. ბოდიშს ვუხდი მათ და მათ ოჯახების ყველა წევრს“, – წერს გიორგი ვაშაძე.