გიორგი ვაშაძე - „ჭეკლასის“ მერი რომ ჰყავს თბილისს, ეგ არის კალაძის განცხადება
„ჭეკლასის“ მერი რომ ჰყავს თბილისს, ეგ არის კალაძის განცხადება, – ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე.
„ჭეკლასის“ მერი რომ ჰყავს თბილისს, აი, ეგ არის კალაძის განცხადება, „ჭეკლასი“. ორი წიგნი მაინც უნდა წაიკითხო ადამიანმა, ქალაქის მერობაზე რომ გაქვს პრეტენზია. რომ წაიკითხავ, ასეთი ლექსიკით აღარ ილაპარაკებ პოლიტიკოსი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა: „იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, იტრიალონ საკუთარ საწოლებში“.