გიორგი ვაშაძე - ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ ვართ უფრო მეტი? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ კარგად გვაქვს გამოკვლეული, რომ ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობა დასაქმებული ადამიანები არიან
გიორგი ვაშაძე - ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ ვართ უფრო მეტი? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ კარგად გვაქვს გამოკვლეული, რომ ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობა დასაქმებული ადამიანები არიან

ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ ვართ უფრო მეტი? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ კარგად გვაქვს გამოკვლეული, რომ ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობა დასაქმებული ადამიანები არიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათ პროტესტს ორი მიზანი აქვს.

„ამ განგრძობად პროტესტს აქვს ორი მიზანი: ქვეყნის შიგნით გავაერთიანოთ საზოგადოება, ქვეყნის გარეთ არ მოხდეს ამ არჩევნების აღიარება და მეტი და მეტი მხარდაჭერა იყოს მოქალაქეების, რათა არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია გაუქმდეს, ჩატარდეს ახალი არჩევნები, შედგეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ევროკავშირის წევრი საქართველო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას: ამ წუთას რატომ ვართ ამდენი და არ ვართ უფრო მეტი? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ ხომ ასევე კარგად გვაქვს გამოკვლეული, რომ ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებული ადამიანები არიან. მუშაობენ, ხელფასები აქვთ, შესაბამისად, უჭირთ, რომ ამ დროს მოვიდნენ. ზოგიერთი ახერხებს მოსვლას, ახერხებს, ერთი დღე, ორი დღე არ წავიდეს სამსახურში, მაგრამ შემდეგ იძულებული არიან, წავიდნენ, რადგან ხელფასი აუცილებელია ცხოვრებისთვის. სამაგიეროდ, საღამოობით ძალიან ბევრი გვიერთდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.