გიორგი ვაშაძე - არავის ეგონოს, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა, ბედნიერი იქნება, თუ ცვლილებებს საერთოდ არ მიიღებს
ბოლო სამუშაო შეხვედრაა დღეს. ზუსტად ვერ გეტყვით, რაზე ვთანხმდებით ან ვერ ვთანხმდებით. საკითხების 90 პროცენტი შეთანხმებულია, რაზეც ვერ შევთანხმდებით, საჯაროდ ვიტყვით და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, ოპოზიციის მიღწევაა.
„ყველა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, ეს არის ჩვენს მიერ მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტით და „ქართული ოცნება“ იძულებულია, ეს ცვლილებები კანონმდებლობაში შეიტანოს. არავის ეგონოს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ამ ცვლილებების მიღება. ბედნიერი იქნება, თუ ცვლილებებს საერთოდ არ მიიღებს და გაყალბების იმ მექანიზმებს შეინარჩუნებს“, – განაცხადა ვაშაძემ.