გიორგი ვაშაძე - არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა გაზრდიდა რისკებს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის
გიორგი ვაშაძე - არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა გაზრდიდა რისკებს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის

არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე და გაზრდიდა რისკებს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის​, – აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის ევროკავშირის მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს“.

„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე და გაზრდიდა რისკებს საქართველოს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის, რაც დადასტურდა ევროკომისიის განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.

„ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებით სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.