გიორგი ვაშაძე - არ ვეთანხმები „რესპუბლიკელების“ პოზიციას, ვფიქრობ, საპატრიარქოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში
„რესპუბლიკელების“ პოზიციას მე არ ვეთანხმები, – ასე უპასუხა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ „რესპუბლიკელების“ პოზიციით, რომლებმაც გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, საპატრიარქო რუსული ინტერესების გამტარებელია და საბიუჯეტო დაფინანსება უნდა შეუწყდეს.
„არ ვეთანხმები ამ პოზიციას. ვფიქრობ, საპატრიარქოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში. უწმინდესს აქვს უდიდესი წვლილი და როლი, რომ მშვიდობიანად და წყნარად მოხდეს გარდაქმნები, მათ შორის პოლიტიკური გარდაქმნები, რომელიც ქვეყანას სჭირდება. მე ამ აზრს არ ვეთანხმები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.