გიორგი ვაშაძე - ამოცანას არ ცვლის, კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია, ამიტომ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელები, წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ
გიორგი ვაშაძე - ამოცანას არ ცვლის, კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია, ამიტომ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელები, წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ

პირადად მე არათუ მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამის რეალიზება როგორმე მოხდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შესაცვლელია და ყველამ ერთად უნდა შეცვალოს.

„პირადად მე არათუ მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამის რეალიზება როგორმე მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსული კანონი გავა პარლამენტიდან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ამოცანას არ ცვლის. ხელისუფლება შესაცვლელია და ხელისუფლება ყველამ ერთად, ერთიანი ძალით, დიდმა თუ პატარამ, პარტიულმა თუ უპარტიომ, საზოგადო მოღვაწემ, კულტურისა თუ სპორტის სფეროს წარმომადგენელმა ერთად უნდა შევცვალოთ. ამიტომ ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელები და წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მისივე თქმით, ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო ოპოზიციურ სიას ნიშნავს.