გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი უფლებამოსილება გვექნება, ყველა საპენსიო სესხი განულდება, ამის პირობას ვაძლევ ყველას
26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი უფლებამოსილება გვექნება, პირველი რაც მოხდება, ყველა საპენსიო სესხი განულდება. ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. ამის პირობასაც ვაძლევ ყველას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, „ეს იქნება პირველი დიდი ნაბიჯი ყველა პენსიონერისთვის“.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გაზრდიან პენსიას.
„პენსიის ზრდას რაც შეეხება, ეს აუცილებლად მოხდება. მეტიც, ეკონომიკური მოდელი, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას, იმდენად გაზრდის შემოსავლებს ბიუჯეტში, რომ შეგვეძლება, ღირსეული პენსია მივცეთ ყველას. კონკრეტულად რა ციფრი იქნება და რამდენი, როცა დავითვლით, მოგახსენებთ“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.