გიორგი ტყემალაძე - მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ხდება სამსახურებრივი სარგოსა და დანამატის გაერთიანება.
მისივე თქმით, ხელფასები რანგებისა და შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს კითხვით მიმართა და წლების მანძილზე, დედაქალაქის მერიაში მუშაობის დროს, მათი ხელფასის ოდენობით დაინტერესდა.
რაც შეეხება მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მერიის მენეჯმენტს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.