გიორგი ტყემალაძე - ჩვენი გმირების სახელების უკვდასაყოფად, ჩვენს ქალაქში მომავალში ათამდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება
გიორგი ტყემალაძე - ჩვენი გმირების სახელების უკვდასაყოფად, ჩვენს ქალაქში მომავალში ათამდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისში ათამდე ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭება.

როგორც ტყემალაძემ მუხათგვარდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, პროცესი მალე დასრულდება.

„დღევანდელი დღე არის ჩვენი უახლესი წარსულის დიდი ტრაგედია, თუმცა როგორც თითოეულ ქართველს ამ დღეს განსაკუთრებით გვეუფლება და ასოცირდება გმირობასთან, თავდადებასთან და ერთიანობასთან. დღეს ქედი მოვიხარეთ ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენ სიამაყის გრძნობა გვავსებს ამ ჩვენი გმირების ისტორით და ეს არის ნამდვილად ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ ქართველი არასდროს დათმობს დამოუკიდებლობას და ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გმირები, ამ ადამიანების მაგალითი არის ზუსტად ის, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი და ძლიერი. ჩვენი გმირების სახელების უკვდასაყოფად თბილისის საკრებულო თბილისში მიანიჭებს და განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი დაწყებულია რამდენიმე წლის წინ და დღეს ვაგრძელებთ. კონკრეტულად დღევანდელი გადაწყვეტილებით, ათამდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება მომავალში ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა ტყემალაძემ.