გიორგი ტერაშვილი და კოტე კაპანაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
გიორგი ტერაშვილი და კოტე კაპანაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორი ქართველი – გიორგი ტერაშვილი და კოტე კაპანაძე (ორივე 73 კგ-ში) ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

კაპანაძე ტაჯიკ მასუდის შეხვდება, ხოლო ტერაშვილი ნახევარფინალში გასასვლელად მაროკოელ დოუკჰალს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პირველობაზე ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) გამოვიდნენ და ორივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლისთვის იაპონელ ტაიკი ნაკამურას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველმა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიგო.

მეორე ქართველმა თორნიკე მაზიაშვილმა კი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელი აუგუსტო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.