გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომში სააკაშვილთან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას მისცემდნენ, მოგვიანებით, ისინი შეხვედრაზე არ შეუშვეს [ვიდეო]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომში სააკაშვილთან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას მისცემდნენ, მოგვიანებით კი ისინი შეხვედრაზე არ შეუშვეს.
ჟურნალისტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი სიგუას რამდენჯერმე ესაუბრნენ. პირველი არხის ჟურნალისტი დაინტერესდა, აკრედიტაციისა და დაპირების მიუხედავად, რატომ არ უშვებენ შეხვედრის გასაშუქებლად.
მოძრაობის „ერთად სახლში“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მხარდამჭერებთან რომში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ იმართება.