საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი კანარულ დერბიში საუკეთესო იყო. ესპანეთის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში მისმა „ტენერიფემ“ „გრან კანარია“ 84:81 დაამარცხა.
გიორგიმ 19 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ორივე გუნდში ყველას სჯობდა – 26. 16 ქულა და 8 პასი ჩაიწერა მისმა თანაგუნდელმა ბრუნო ფიტიპალდომ.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში 29 სექტემბერს ჩაერთვება და თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.