გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპი 25 ქულით გახსნა #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი თურქეთში გაიმართა, სადაც „კარშიაკამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა. ესპანელებმა შეხვედრა ოვერტაიმში 106:97 მოიგეს.
შეუჩერებელი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 25 ქულას 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიამატა. 17 ქულა და 15 პასი ჰქონდა მის ბრაზილიელ თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს.
„ტენერიფესთან“ ჯგუფში იერუსალიმის „ჰაპოელი“ და საბერძნეთის „პერისტერი“ არიან. მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს.