საქართველოს ნაკრების გამოცდილმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ თურქულ „ქარშიაკას“ ესტუმრა და 87:76 გაიმარჯვა.
ტენერიფელებმა თავიდანვე მოიპოვეს მცირე უპირატესობა და, უმთავრესად, გამოცდილების ხარჯზე ბოლომდე შეინარჩუნეს.
შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთი ითამაშა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა. 20 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი უშუალო კონკურენტი ცენტრის პოზიციაზე, ფრან გერა გახდა.
„ტენერიფესა“ და „ქარშიაკას“ გარდა C ჯგუფში ფრანგული „სენ-ქენტინი“ და ბერძნული „კოლოსოსი“ თამაშობენ. ჯგუფიდან სამი საუკეთესო გადის.