გიორგი შერმადინის „ტენერიფესა“ და „ბრეოგანის“ მატჩი მეორე პერიოდში შეწყდა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ბრეოგანს“ სტუმრობდა. მატჩი საინტერესოდ დაიწყო და მოულოდნელი დასასრული ჰქონდა – მეორე პერიოდის დამთავრებამდე 7:53 წუთით ადრე შეწყდა. ანგარიში 23:23 იყო.
პირველ მეოთხედში მსაჯერბმა თამაში რამდენჯერმე შეაჩერეს, რადგან იატაკი სრიალებდა. ასეთ დროს დიდია ტრავმის ალბათობა. ამიტომ, მომსახურე პერსონალმა დიდი მონდომებით გაწმინდა იატაკი. თუმცა მეორე პერიოდში კალათბურთელებს ფეხი მაინც უცურავდათ და არბიტრებმა მატჩი დროზე ადრე შეწყვიტეს. როდის გაიმართება ხელახლა, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა ათი წლის წინათ NBA-შიც მოხდა: ზაზა ფაჩულიას „მილუოკის“ ხელმძღვანელებმა პარკეტი შეცვალეს, ახალი დააგეს თუმცა პირველივე მატჩში იმდენად ცურავდა, ის მატჩიც შეწყდა. სხვათა შორის, ძველი იატაკი ზაზამ შეიძინა და დიდუბეში, „ზაზა ფაჩულიას აკადემიაში“ დააგო.