გიორგი შერმადინი „მანრესასთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ უშუალო კონკურენტ „მანრესასთან“ დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 76:73. შეხვედრა მანრესაში გაიმართა. ეს გუნდი ამჟამად საუკეთესო რვა გუნდს შორისაა (8 მოგებით მერვე ადგილზეა), „ტენერიფეს“ კი 7-7 მოგება-წაგება აქვს და მე-11 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში სწორედ რვა გუნდი გადის.
„მანრესასთან“ სტუმრებმა, უმთავრესად გუნდური თამაშის წყალობით გაიმარჯვეს. ტენერიფელთა ოფიციალურ საიტზე საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინია დასახელებული, რომელსაც ყველაზე მაღალი, 27-ბალიანი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
27 წუთში მან 12 ქულა (6/3 ორქულიანი, 6/6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 პასი, 4 დაფარება მოაგროვა.
ტენერიფელთაგან გიორგიზე მეტი მხოლოდ მარსელინიო უერტასმა ჩააგდო – 13 ქულა.