ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერმა, გიორგი შენგელიამ სოფელ კახათში მცხოვრები ქეთევან სორდია მოინახულა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ქეთევან სორდიას ვესტუმრე, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ის ძალიან თბილი ქალბატონია და სურს, მისმა შვილმა განვითარებულ და წარმატებულ ზუგდიდში იცხოვროს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ქეთევან სორდიამ 19 მაისს ზუგდიდში არჩევნების დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი“ 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.