ზუგდიდის ახლად არჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს ვიცე-მერი და მოადგილე წარადგინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გახდა გიგა ფარულავა, რომელიც აქამდე მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, ხოლო მერის მოადგილე გახდა კონსტანტინე კაკავა.
კონსტანტინე კაკავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან”.
ვიცე-მერი გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ხოლო კონსტანტინე კაკავა იქნება სოციალური, ჯანდაცვის და ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა „ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.