გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა
გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კორცხელის, ნაცატუსა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

გიორგი შენგელიამ სოფელ კორცხელის ამბულატორიაც დაათვალიერა და განაცხადა, რომ მომავალ წელს სოფელს აუცილებლად ექნება ახალი ამბულატორია.

როგორც გიორგი შენგელია განმარტავს, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდება ექვსი ახალი ამბულატორია, ხოლო, არსებულ შვიდ ამბულატორიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

ამბულატორიების საკითხები პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ჩვენ 2019 წელს ავაშენებთ ექვს ამბულატორიას, არსებული შვიდი ამბულატორია კი, რეაბილიტირდება. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით სოფელ კორცხელის ამბულატორიაში, სადაც მედპერსონალს, მართლაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა, პირობას ვდებ, მომავალ წელს სოფელ კორცხელს ექნება ახალი ამბულატორია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება,  მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.