გიორგი შენგელია ენგურის ხიდზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა
გიორგი შენგელია ენგურის ხიდზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

შენგელიას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და იქ არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია.

შენგელია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს იმ მუნიციპალურ და სახელმწიფო პროექტებზე ესაუბრა, რასაც დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მთავრობა ახორციელებს და გეგმავს.