გიორგი შენგელაიამ და პრეზიდენტობის კიდევ 18-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა
პრეზიდენტობის 19-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ.
სიების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. მონაცემები ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მხარდამჭერთა სიები კომისიაში შემდეგმა კანდიდატებმა არ წარადგინეს: გია ჩხიკვაძე, კობა ჯულაყიძე, გიორგი გახოკია, ნიკოლოზ ლეკიშვილი, დავით ამაშუკელი, თამაზ ბიბილური, ბონდო ბარათაშვილი, ელისო დონაძე, ვაჟა ჩხაიძე, ზაქარია როჭიკაშვილი, ზაურ მეკოკიშვილი, გიორგი შენგელაია, ბესიკ აფრაიძე, იოსებ ბიბილეიშვილი, იაკობ გრიგორიევი, ნინო ჯიქია, დენიზა სუმბაძე, მაია ნინუა, ივანე ნუგზარაშვილი.