გიორგი შენგელაია - საპრეზიდენტო არჩევნებზე ფულების ტრიალი იქნება, რაც არ მეკადრება და ვხსნი კანდიდატურას
რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე სამართლიანი გარემო არ არის.
გიორგი შენგელაია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ერთ კვირაში საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი. ეს იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ, არ მეკადრება როგორც რეჟისორს და ვხსნი კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
არჩევნებს არ ვაღიარებ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს აღარ ვიყრი. ჩამოვაყალიბე მოძრაობა, რომელსაც დავარქვი „ხალხის ნება“. აი ის ხალხი იქნება აქციაზე, ვინც ლილოში დგას, ასევე სვანეთიდან ჩამოვლენ და ჩვენ დავითხოვთ ამ მთავრობას“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.