გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანი გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს.
სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაიკარგა შაქარაშვილი.
გაბეჩავა უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა, მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ანა გაბეჩავა შსს-ში განმეორებით გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, არ იცის, რა შეკითხვებს დაუსვამენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს.