გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მტკიცებულებებს ჯერ არ გასცნობიან
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მტკიცებულებებს ჯერ არ გასცნობიან

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაბადების დღეზე, კონფლიქტში არ მონაწილეობდა, არც გზაზე და არც მაგისტრალზე, – განაცხადა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

​„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. რა მუხლით წარუდგენენ ბრალს, ჯერ არ ვიცით. გვიჩნდება განცდა და ეჭვი, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა. იმედია, მტკიცებულებებს გადმოგვცემენ. ჩვენ ჩავაბარეთ დნმ-ის ანალიზი, მიცემული ჰქონდა ჩვენება, თანამშრომლობდა გამოძიებასთან“, – აცხადებს გიორგი გელხაური.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.