გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ნაწილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა ამ დროისთვის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს. ადვოკატები სამმართველოს შენობაში ეტაპობრივად შედიან.
როგორც დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რაც არასრულწლოვნისთვის შეუსაბამოა. შესაბამისად, ადვოკატი ბრალს არ ეთანხმება.
პოლიციის სამმართველოს შენობაში უკვე შევიდა დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებების დამცველი, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინასწარი პიზიციაა, რომ ისინი ბრალს არ დაეთანხმებიან.
სამმართველოში შევიდა ამ საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატიც. მანაც თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საბრალდებო ეპიზოდს არ ეთანხმება.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.