ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე მეორე შეხვედრაში თურქ ილდიზთან დამატებით დროში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
21 წლის ქართველის მეტოქე რეპეშაჟში კორეელი კიმი იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. დამამშვიდებელი, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები კი 18:00 საათიდან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.