გიორგი სანტურიანი - 652 საჩივრიდან მხოლოდ შვიდი ეხება გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშვნის არსებობას, რაც ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული
26, 27 და 28 ოქტომბერს წარმოდგენილი 652 საჩივრიდან მხოლოდ შვიდი ეხება გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშვნის არსებობას, რაც ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარკვეულ საჩივრებთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი შევაჯამებთ 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი და წარმოდგენილი საჩივრებიდან მხოლოდ შვიდი საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული. სამი დღის განმავლობაში 652 საჩივრიდან ამგვარ შინაარსს შეეხებოდა მხოლოდ შვიდი საჩივარი“, – აღნიშნა სანტურიანმა.
გიორგი სანტურიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჩივრების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია. Მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებთან მიმართებით სულ 1170 საჩივარია წარმოდგენილი, რაც კლებით და დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.