გიორგი სანაიას საქმეზე პროკურატურაში ვახო სანაია იკითხება
გიორგი სანაიას საქმეზე პროკურატურაში ვახო სანაია იკითხება

ჟურნალისტ გიორგი სანაიას საქმეზე პროკურატურაში მისი ძმა ვახო სანაია იკითხება.

საქმეზე დაწყებული გამოძიება ერთ-ერთი მსჯავრდებულის კოტე ციხისთავის სატელევიზიო ინტერვიუსაც შეეხება.

ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ციხისთავმა, რომელიც 2001 წელს ე.წ პანკისური დაჯგუფების წევრი იყო , გაავრცელა ინფორმაციები, რომელიც მკვლელობის საქმეს უკავშირდება და ასევე დაასახელა მკვლელობის შემკვეთები.

ვახო სანაიას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში თავდაპირველად დაკითხვაზე ყოფნისას გაიგო, რომ ციხისთავი უკვე გამოკითხეს ამ საქმეზე.

ვახო სანაიას განცხადებით, ეს იყო შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა.

გიორგი სანაიას ოჯახმა მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის სატელევიზიო ინტერვიუს გავრცელების შემდეგ პროკურატურისგან 24 თებერვალს მოითხოვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რაზეც გამოძიებამ საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შემდეგ საქმეზე ვახო სანაია ერთხელ უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი დღემდე ამბობს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.