გიორგი სააკაშვილი - ბრძოლას ახლა ვიწყებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ელოდებოდა, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებდა ადვოკატების შუამდგომლობას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი.
მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ეს იყო დადგმული შოუ. მოსამართლე იჯდა და უბრალოდ უსმენდა ორივე მხარეს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, პირადად ბიძინა ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას ახლა ვიწყებთ, ამას არ შევეგუებით. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ გვერდით გვიდგას მთელი თანამეგობრობა, უკრაინა, რომლის მოქალაქეც არის სააკაშვილი და სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ“, – აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.