გიორგი რურუას სახლთან სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა აქცია გამართეს
გიორგი რურუას სახლთან სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა აქცია გამართეს

გიორგი რურუას სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა ბანერი და სტიკერები „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გააკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი რურუა, ასევე, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა – უდანაშაულოები არიან.

„ეს არის ყველა პოლიტპატიმრის მხარდასაჭერი აქცია. მოთხოვნა წერია ბანერზე: „თავისუფლება პოლიტპატიმრებს. თავისუფლება სულით თავისუფალ და ძლიერ ადამიანებს“, – განაცხადა აქციის მონაწილე აკაკი კობალაძემ.