ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რუხაიამ საბჭოთა სიმბოლიკა გააპროტესტა, რომელიც „სოციალისტური საქართველოს“ წევრებს აქვთ მიტანილი.
ვაკის პარკში „სოციალისტური საქართველოს“ წევრები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აქციის გამართვას აპირებენ.