გიორგი ქობულიას დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამასთან, მინისტრი უწყების სამომავლო გეგმებსაც შეეხება.
მმართველი გუნდის მთავარი კითხვები შეეხება მცირე ბიზნესის მხარდაჭერას და სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით სამინისტროს გეგმას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში საინვესტიციო გარემოთიც დაინტერესდებიან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კითხვებს საპარლამენტო უმცირესობაც დაუსვამს. ოპოზიციას კითხვები კორუფციასთან და ტენდერებთან დაკავშირებით ექნება.