გიორგი ქობულია თავისი სახლის გაქურდვის ფაქტზე - ვიტოვებ უფლებას, პირად საკითხზე არ გიპასუხოთ
ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, პირად საკითხზე არ გიპასუხოთ, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად მინისტრის წყნეთში მდებარე სახლი გაქურდეს.
„თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება. ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრი ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში“ ესაუბრა, სადაც პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა.