გიორგი ქობულია - საპენსიო დანაზოგებზე შვიდ პროცენტამდე სარგებელი ირიცხება
საბანკო დეპოზიტებზე განთავსებულ საპენსიო დანაზოგებს შვიდ პროცენტამდე წლიური სარგებელი ერიცხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.
„დღეს უკვე განთავსებულია თანხები დეპოზიტებზე, რომელზეც წლიური შვიდ პროცენტამდე სარგებელი ირიცხება. ეს ბევრად მეტია ინფლაციის მაჩვენებელზე, ამიტომ ხალხის დანაზოგები მხოლოდ იზრდება. ველოდებით, რომ ის სარგებელი, რომელსაც მოიტანს ინვესტიცია, ყოველთვის ინფლაციაზე მეტი იქნება”, – განაცხადა ქობულიამ.