გიორგი ქობულია - მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მართლაც მიწოდეს უცხო სხეული
გიორგი ქობულია - მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მართლაც მიწოდეს უცხო სხეული

მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მართლაც მიწოდეს უცხო სხეული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგიმ ქობულიამ კითხვაზე, ვინ უწოდა მას უცხო სხეული, კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ – არაერთმა.

„არ მინდოდა ამაზე კომენტარი, მაგრამ ვერ შევიკავებ თავს. მგონი, ნატო ჩხეიძემ თქვა, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ მართლაც მიწოდეს უცხო სხეული“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.